ცნობიერების ამაღლების კამპანია კომპოსტის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიწყო!

ცნობიერების ამაღლების კამპანია კომპოსტის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიწყო!პროექტი მიზნად ისახავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვისა და ნარჩენების შემცირების პროცესის დანერგვას, ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას კომპოსტირების სარგებელის და ბიოლოგიური ნარჩენების სწორედ გადამუშავების შესახებ.  ის ხელს შეუწყობს ორგანული ნარჩენის წყაროში დახარისხების პროცესის დანერგვასა და ნარჩენების მდგრად მართვას მოსახლეობის დონეზე. 

 

პროექტის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განხორციელდება შემდეგი აქტივობები: 

• საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან; 

• შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რესურს-ცენტრთან; 

• საინფორმაციო/საგანმანათლებლო რესურსების შემუშავება; 

• ტრენინგი ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლებთან; 

• ტრენინგი ბაღდათის ყველა სკოლის მასწავლებლებისთვის და საინფორმაციო/საგანმანათლებლო რესურსების გავრცელება; 

• ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღის პედაგოგთა გადამზადება და საინფორმაციო/საგანმანათლებლო რესურსების გავრცელება; 

• ბაღდათის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლაში პრაქტიკული ტრენინგი ეკო-კლუბის მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის კომპოსტის შესახებ. ხელნაკეთი კომპოსტერების დამონტაჟება; 

• ბაღდათის მუნიციპალიტეტის ცენტრში მდებარე 2 საბავშვო ბაღში 2 კომპოსტერის (ქარხნის პროდუქციის) დამონტაჟება; 

 

პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) - ის ფინანსური მხარდაჭერით. 

 

3-07-2019
http://ecovision.ge/uploads/posts/2019-07/1562153084_a.png