საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში

ცნობიერების ამაღლების კამპანია კომპოსტის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში დაიწყო!

 

ნარჩენების მდგრადი მართვის პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების განცალკევება და სათანადო გადამუშავება. ორგანული ნარჩენები ქვეყნის ნარჩენების მოცულობაში დიდ ნაწილს იკავებენ, განსაკუთრებით სოფლად. 

 

საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში
საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში
საინფორმაციო შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტში

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი საზოგადოების ინფორმირებას კომპოსტირების სარგებელის და ბიოლოგიური ნარჩენების სწორედ გადამუშავების შესახებ. 

პროექტის მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად განხორციელდა საინფორმაციო შეხვედრა და ჩატარდა ტრენინგი ორგანული/ბიოლოგიური ნარჩენების მდგრადი მართვის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან.

აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს ორგანული ნარჩენის წყაროში დახარისხების პროცესის დანერგვასა და ნარჩენების მდგრად მართვას მოსახლეობის დონეზე.

 

პროექტი ხორციელდება გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) - ის ფინანსური მხარდაჭერით.

 

#აკომპოსტე 

 

5-07-2019
http://ecovision.ge/uploads/posts/2019-07/1562774823_66781234_424221134973753_4869534474532028416_n.png