არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 25 მარტს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფ. ბოგვის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებთან. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა.

27-03-2015

23 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ახალდაბის ეკოკლუბის „ნეძვი ბეღურები“ ინიციატივით, დაბა ახალდაბის რწმუნებულმა მოიწვია საჯარო დისკუსია თემაზე, „ერთად ვიზრუნოთ წყლის სისუფთავეზე“.

24-03-2015

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 22 მარტს,  პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში,  „ასოციაცია-ბიოს" თხოვნით ჩატარდა შეხვედრა 13 სხვადასხვა სკოლის პედაგოგებთან. შეხვედრის მიზანი იყო პედაგოგების ინფორმირებულობის ამაღლება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის საკითხებში. მათ მიეწოდათ სრულყოფილი ინფორმაცია ნარჩენების მდგრადი მართვის უახლესი ტექნოლოგიებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაიმართა მსჯელობა ნარჩენების პრობლემებთან დაკავშირებულ საკითხებზე სკოლებში.

24-03-2015

2015 წლის 20 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ ორგანიზებით, წმინდა ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია მოაწყვეს, რომელიც მიეძღვნა ტყეებისა და წყლის საერთაშორისო დღეებს (21 მარტი ტყეების საერთაშორისო დღეა, 22 მარტი კი - წყლის მსოფლიო დღე).  მოსწავლეებმა სკოლის ეზო დაასუფთავეს.

 

21-03-2015

2015 წლის 14 მარტს, ქ. თბილისის დენდროლოგიურ პარკში დაიწყო თბილისის ფართომასშტაბიანი გამწვანების კამპანია. ღონისძიება გაიმართა ქ. თბილისის მერიის ორგანიზებითა და არასამთავრობო ორგანიზაციების: „მოქალაქე“ და „ეკოხედვა/EcoVision“ მხარდაჭერით.

15-03-2015

2015 წლის 12 მარტს, ქ. რუსთავში მდგრადი ენერგეტიკის დღე გაიმართა, რომლის ფარგლებშიც საზეიმოდ გაიხსნა რუსთავის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე არსებული ტბის გარშემო მდებარე განათების განახლებული სისტემა. განხორციელებული ენერგოეფექტური ღონისძიებების შედეგად, მანამდე არსებული განათების მოძველებული და ხარჯიანი სისტემა შუქდიოდური (LED) განათებით შეიცვალა.

12-03-2015

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 9 მარტს, პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში,  გაიმართა შეხვედრა ქ. თბილისის N108 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან. თემა: ნარჩენების მდგრადი მართვა. 

11-03-2015

2015 წლის 6 მარტს, პროექტის „SPARE” დონორი ორგანიზაციის „ნორვეგიის გარემოს დაცვის საზოგადოება“  წარმომადგენელი სესილია გულბრაარ ორესტისი ქ. თბილისის 149-ე საჯარო სკოლას ესტუმრა და ეკოკლუბის საქმიანობას გაეცნო.

10-03-2015

2015 წლის 28 თებერვალს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ვიქტორინა სკოლის მოსწავლეთათვის. ღონისძიება გაიმართა უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე არსებული „საბავშვო უნივერსიტეტის“ ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მხარდაჭერით, პროექტის “SPARE” ფარგლებში.

2-03-2015

არასამთავრობო ორგანიზაციის - კავშირი მდგრადი განვითარებისათვის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, 2015 წლის 4 თებერვალს,  პროექტის "დავასუფთაოთ საქართველო - საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მისი ჩართვა მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პროცესში (II ფაზა)" ფარგლებში,  ჩატარდა შეხვედრა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის  საჯარო სკოლების პედაგოგებთან. 

6-02-2015

2015 წლის 28 იანვარს, ჩატარდა შეხვედრა თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ. 

3-02-2015

2 თებერვალი ჭარბტენიანი ტერიტორიების საერთაშორისო დღეა!  ამ დღის აღსანიშნავად, 2015 წლის 27 იანვარს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის მოეწყო საგანმანათლებლო ეკოტური ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე. ღონისძიება ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ და „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. მასში მონაწილეობა მიიღო SPARE-ს ქსელში ჩართულმა სხვადასხვა საჯარო სკოლის 25-მა მოსწავლემ. 

2-02-2015

2015 წლის 23 იანვარს, ჩატარდა შეხვედრა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების პედაგოგებთან, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” (ენერგიისა და რესურსების გამოყენების საერთაშორისო სასკოლო პროექტი) ფარგლებში. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ. 

 

 

23-01-2015

2014 წლის 22 დეკემბერს, კამპანიის „დავასუფთაოთ საქართველო“ ფარგლებში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე დასუფთავების აქცია ჩატარდა. აქციაში მონაწილეობდნენ თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტები. ღონისძიება არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/EcoVision“ და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის დახმარებით ჩატარდა.

21-01-2015

2014 წლის 18, 22 და 23 დეკემბერს, ჩატარდა შეხვედრები ქ. თბილისის საჯარო სკოლების 50-მდე პედაგოგთან, არასამთავრობო ორგანიზაციის „ეკოხედვა/Ecovision“ მიერ, საერთაშორისო პროექტის “SPARE” ფარგლებში. პედაგოგებს მიეწოდათ ინფორმაცია პროექტის შესახებ, ასევე სკოლებში ეკოკლუბების შექმნის შესაძლებლობების შესახებ. 

 

29-12-2014

2014 წლის 19 დეკემბერს, ქ. თბილისის #149 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა, საერთაშორისო პროექტის “SPARE” ფარგლებში გარემოსდაცვითი კონფერენცია გამართა. 

25-12-2014